სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
სეულის ეროვნული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორი მოთხოვნიდან მინიმუმ ერთს:
- აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების ან კვლევითი მიმართულებით.
- აპლიკანტი უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტი და მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას – ატარებდეს ლექციებს ან კვლევით სამუშაოებს.
გამარჯვებულ აპლიკანტს პროგრამით 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსდება სწავლა, ასევე ორმხრივი ფრენა, ჯანმრთელობის დაზღვევა და კორეული ენის სწავლა.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება 2024 წლის 4-დან 6 მარტის ჩათვლით.
განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
მსურველებს შეუძლიათ შეკითხვებით მიმართონ უშუალოდ სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ტელ.: +82-2-880-2519; E-mail: intlscholarship@snu.ac.kr
2024