ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა პოლონური ენის შემსწავლელთათვის

ახალი ამბები

პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო აცხადებს მიღებას პოლონური ენის შემსწავლელი საზაფხულო კურსებისათვის.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიური სტატუსის მქონე იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ პოლონურ ენას მინ. B1 დონეზე, და პოლონური ენის მასწავლებლებს.

პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია:

  • ინტენსიური პოლონური ენის კურსები
  • პოლონეთის ისტორიისა და კულტურის კურსები
  • თემატური ვორკშოპები
  • პოლონური ფილმების ჩვენებები
  • ვიზიტები ისტორიულ ადგილებში
  • საცხოვრებელი ხარჯები
  • კვება
  • 500PLN სტიპენდია სტუდენტებისათვის/700PLN მასწავლებელთათვის

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 თებერვალი, 15:00.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://nawa.gov.pl/en/the-polish-language/summer-courses-of-the-polish-language-and-culture/call-for-proposals

ბანერები