ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტაჟირების პროგრამა

ახალი ამბები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი განაგრძობს განაცხადების მიღებას კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას.

განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 16:00 საათი.

ფონდის კანცელარიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 17:00 საათი.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.

 

2025

ბანერები