სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) კვლევითი გრანტები
ახალი ამბები
სამხრეთი კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) გასცემს სხვადასხვა ტიპის გრანტებს, რომელთა მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისა და მკვლევრების მხარდაჭერა კვლევით საქმიანობაში.
გრანტი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კვლევას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
გრანტის მოცულობა: $500
დედლაინი: 6 დეკემბერი, 2024
გრანტი განკუთვნილია მკვლევრებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ფინანსური დახმარება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კონფერენციაზე დასასწრებად. აპლიკაციის შევსება აუცილებელია კონფერენციამდე მინიმუმ 4 თვით ადრე.
გრანტის მოცულობა: $3 000
დედლაინი: გრანტის სრულად ათვისებამდე
ARISC Faculty Exchange Fellowship
გრანტი განკუთვნილია, ერთი მხრივ, ქართველი, მეორე მხრივ, ამერიკელი მკვლევრისთვის ერთობლივი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.
გრანტის მოცულობა: $8 600
დედლაინი: 29 ნოემბერი, 2024
ARISC Publication Support Grant
გრანტი განკუთვნილია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ პუბლიკაციის ინგლისურ ენაზე გამართვა. გრანტი არ ფარავს ნაშრომის გამოქვეყნების ხარჯებს, არამედ მხოლოდ ტექსტის რედაქტირებისთვის საჭირო თანხას.
გრანტის მოცულობა: $5 000
დედლაინი: 31 იანვარი, 2025
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2024