ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში "France Excellence 2025"

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დაინტერესებული უნდა იყოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს ან იყოს დამამთავრებელ კურსზე;
  • იყოს მაქსიმუმ 30 წლის;
  • უნდა ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონე), ფრანგულის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • უნდა ფლობდეს ჩარიცხვის წერილს სამაგისტრო პროგრამაზე ფრანგულ უნივერსიტეტში.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 31.01.2025-მდე ელექტრონული სისტემის მეშვეობით: https://shorturl.at/5AgML

დაინტერესებული პირები პარალელურად უნდა დარეგისტრირდნენ "Etudes en France"-ის პლატფორმაზე pastel.diplomatie.gouv.fr

ფრანგული უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილის მოსაპოვებლად https://shorturl.at/BfWUY

2025

ბანერები