ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში - France Excellence 2024

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

სტიპენდიები სტუდენტებს სთავაზობს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე.

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • განათლება
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
  • სამართალი
  • მენეჯმენტი
  • საჯარო მმართველობა

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი დაინტერესებული უნდა იყოს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებით;
  • უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს ან სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე;
  • ასაკობრივი შეზღუდვა – 30 წელი;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • კანდიდატმა უნდა მოიპოვოს მოწვევა ფრანგულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს ან დაუკავშირდით ნათია მსხალაძეს: natia.mskhaladze@institutfrancais.ge

2024

 

ბანერები