ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის სტიპენდიების შესახებ

ღონისძიებები

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები დამსწრეთ გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას ნატოლინის სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიება საინტერესო იქნება პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ევროპის კოლეჯი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას ისტორიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის, ასევე ზოგად სტიპენდიებს ევროპის სამეზობლო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

დრო: 17 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები