ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „ეიფელის სტიპენდია - 2020"

ახალი ამბები

საფრანგეთის მთავრობა 2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას „ეიფელის სტიპენდია - 2020“.

ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვე) შემდეგი მიმართულებებით:

მაგისტრატურის საფეხურისთვის

  • სამართალი;
  • ეკონომიკა და მართვა;
  • პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საინჟინრო მეცნიერებები.

დოქტორანტურის საფეხურისთვის

საინჟინრო და ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტექნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/eifelis-stipendia-2020/

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:

 

ბანერები