RWTH აახენის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიები
ახალი ამბები
RWTH აახენის უნივერსიტეტი (გერმანია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გასცემს კვლევით სტიპენდიებს.
Advanced Research Opportunities Program (AROP):
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს ან დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
სტიპენდიის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 6 თვე
ყოველთვიური სტიპენდია – 1 800EUR
განაცხადები მიიღება 30 სექტემბრამდე და 31 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Theodore von Kármán Fellowship (under IRS):
სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია RWTH აახენის უნივერსიტეტში ან უკვე არსებულ კვლევით პროექტში, ანდა აღნიშნული უნივერსიტეტის მინიმუმ 2 პროფესორის მიერ ახლად შემუშავებულ საპროექტო განაცხადში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის შესახებ ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა მკვლევარმა უნდა წაიკითხოს ლექციები RWTH აახენის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და გამართოს შეხვედრა მშობლიური უნივერსიტეტის შესახებ.
დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას უნდა გაეცნონ ვებგვერდზე და 8 ოქტომბრამდე წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
2024