ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2020/2021 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს გაცვლით და სრულ სამაგისტრო/სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლისთვის.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღება გამოცხადებულია საბაკალავრო (General visiting student) და სამაგისტრო (Senior visiting student) საფეხურებზე. პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს ონლაინ-განაცხადის ფორმა და წარადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • რეზიუმე (CV);

  • ნიშნების ფურცელი;

  • შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე);

  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ერთი რეკომენდაცია საკმარისია);

  • მოტივაციის წერილი;

  • პასპორტის ასლი;

  • ფოტოსურათი.

გამარჯვებულ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი. სტიპენდია არ მოიცავს საცხოვრებლის, კვებისა და დამატებით ხარჯებს.

ონლაინ-რეგისტრაციისა და საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2019. ინგლისურენოვანი პროგრამების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილად (4 BIT).

სრული სამაგისტრო (2-წლიანი) და სადოქტორო (4-წლიანი) პროგრამები

პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა და დაზღვევის ხარჯებს. ამას გარდა, გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ინგლისურ ან ჩინურ ენაზე, ასევე გაიარონ ჩინური ენის შემსწავლელი კურსები.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • რეზიუმე (CV);

  • საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL მინ. 80 ქულა, IELTS მინ. 5.5 ქულა)

  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართთან ერთად (ინგლისურ ენაზე);

  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა ორი რეკომენდაცია);

  • მოტივაციის წერილი;

  • პასპორტის ასლი;

  • ფოტოსურათი;

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100).

კონკურსანტმა დამატებით უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ბმულზე. 

რეგისტრაციისა და საჭირო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2020. ინგლისურენოვანი პროგრამების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილად (4 BIT).


დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
საგარეო ურთიერთობების სამსახურს
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208,
ტელ: +995 32 2 22 00 09 (367)
ელ.ფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge.

ბანერები