ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

MEET UP! – ახალგაზრდები პარტნიორობისათვის 2022-23

ახალი ამბები

MEET UP! – ორგანიზაციის „ახალგაზრდები პარტნიორობისთვის“ (Youth for Partnership) მიერ დაფინანსებული პროგრამა, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ევროპელთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას; პროგრამა კონცენტრირებულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც მოიაზრებენ ახალგაზრდათა ერთობლივ მუშაობას შემდეგ საკითხებზე: ხსოვნის კულტურა (Culture of Remembrance); ახალგაზრდების მონაწილეობა (Youth participation) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (UN sustainable development goals).

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდების ჯგუფს შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა (პროექტის წარმდგენ ჯგუფში მინ. 2 ქვეყნის წარმომადგენელი უნდა შედიოდეს).

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3nkQ8Da

განცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი.

2021 წელი

ბანერები