ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა

ახალი ამბები

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთის აკადემიური გაცვლის სააგენტოს, NAWA-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

პროგრამა უზრუნველყოფს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებს:

  • ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა;

  • პროფესიული სტაჟირება, კონფერენციებში მონაწილეობა, ტრენინგკურსები;

  • სასწავლო ლიტერატურითა და სხვა საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფა; 

  • მცირე მასშტაბის სოციალური პროექტების განხორციელება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა და მენეჯმენტი;

  • საჯარო მმართველობა;

  • ბიზნესის ადმინისტრირება;

  • სამართალი;

  • სოციალური მეცნიერებები;

  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;

  • განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი მარტი. 

დამატებითი იფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.kirkland.edu.pl/

ბანერები