ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2024-2025 აკადემიური წლისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

სტიპენდიის ხანგრძლივობა

  • 10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
  • 11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

ყოველთვიური სტიპენდია

  • 500 ევრო – ბაკალავრის საფეხურზე;
  • 600 ევრო – მაგისტრატურის საფეხურზე;
  • 700 ევრო – დოქტორანტურის საფეხურზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტმა წინასწარ უნდა მოიპოვოს მასპინძელი უნივერსიტეტის თანხმობის წერილი (წერილის შაბლონი და უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ ბმული).

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2024

2024

 

ბანერები