
ღონისძიებები
22 მაისი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
5 მაისი, 2025

ახალი ამბები
2 მაისი, 2025
კორეის KAIST უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
KAIST უნივერსიტეტმა (კორეა) გამოაცხადა მიღება მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებისთვის. წარმატებული კანდიდატები შეძლებენ KAIST უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას; ისინი ასევე მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას და სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
მაგისტრატურა − 4 სემესტრი;
დოქტორანტურა − 8 სემესტრი;
ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025წლის 1 სექტემბერი
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს − მაგისტრის ხარისხი;
- აპლიკანტი არ უნდა იყოს წარმოშობით კორეელი;
- აპლიკანტმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს TOEFL iBT, IELTS, TOEIC ან TEPS სერტიფიკატი;
- აპლიკანტმა აპლიკაციის მიღების პერიოდში უნდა მოძებნოს აკადემიური მრჩეველი მასპინძელ უნივერსიტეტში.
რეგისტრაციის საფასური: USD 80
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 დეკემბერი, 2024.
რეკომენდატორის მიერ სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ბოლო ვადა: 6 იანვარი, 2025.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2024