
ღონისძიებები
22 მაისი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
5 მაისი, 2025

ახალი ამბები
2 მაისი, 2025
კონკურსი პოლონეთის ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
პროგრამის „ერთი თვე პოლონეთში“ (A Month in Poland) ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, პოლიტიკითა და კულტურით დაინტერესებული პირებისთვის გაიცემა სტიპენდიები კვლევის ჩასატარებლად. კვლევა შესაძლებელია პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში.
სტიპენდიის რაოდენობა: 6 500 პოლონური ზლოტი (PLN)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით: https://stypendium.mieroszewski.pl/users/login
განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, კონკურსი გაგრძელდება პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ათვისებამდე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2024