ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტისათვის

კონკურსები

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2023/24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5-თვიანი მობილობის განხორციელების მიზნით.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია – 850 EUR¹
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 820 EUR

დამატებით შესაძლოა ანაზღაურდეს სამეციდინო/სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები? მაქსიმუმ 250 ევროს ოდენობით და სავიზო მოსაკრების ხარჯები მაქსიმუმ 30 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს სადოქტორო საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული მიმართულებებით: იხ. კურსების კატალოგი;
  • მონაწილეთა Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან/და ესპანურ ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვალიადოლიდის უნივერსიტეტის UVAMOBPLUS  პლატფორმაზე: https://uvamobplus2.uva.es/

კანდიდატმა ელექტრონული განაცხადის ფორმაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე/CV (სასურველია Europass ფორმატი);
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი (წერილი უნდა მოიცავდეს კანდიდატის აკადემიურ დახასიათებას, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასა და მის ხელმოწერას);
  • მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი;
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • ინგლისური ან/და ესპანური ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
  • კვლევითი აქტივობების გეგმა/სასწავლო ხელშეკრულება, ხელმოწერილი აკადემიური ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებელი პირების მიერ²;
  • სამოტივაციო წერილი;
  • კანდიდატის მიერ ხელმოწერილი გრანტთან დაკავშირებული საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების დეკლარაცია³;
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ასეთის არსებობს შემთხვევაში.

კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე; თუკი საბუთი გაცემულია მხოლოდ ქართულ ენაზე, საჭიროა მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება;

ველების სრულყოფილად შევსებისა და საჭირო დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, განაცხადის დასასრულებლად, გთხოვთ, UVAMOBPLUS პლატფორმიდან ჩამოტვირთოთ სრული აპლიკაცია და ხელმოწერილი ვერსია ატვირთოთ შესაბამის გრაფაში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 23:59 (ესპანეთის დროით), 2023 წელი

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://uvamobplus2.uva.es/publico/download/6/en/Convocatoria_IN_PhD_2324_ENreport.pdf

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E120 ოთახი
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)


¹დამატებითი გრანტის მოპოვება შესაძლებელია გარკვეული სოციოეკონომიკური ან/და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მონაწილეთათვის; დეტალებისათვის გაეცანით თანდართული ბროშურის პუნქტს 3.3.
² შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია UVAMOBPLUS პლატფორმიდან შესაბამისი გრაფების შევსების შემდგომ; ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის მისაღებად გთხოვთ, მოგვმართოთ მოთხოვნით მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებისთვის საჭიროა 1-2 სამუშაო დღე.
³დეკლარაციის შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია UVAMOBPLUS პლატფორმიდან.

ბანერები