ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

კონკურსები

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა:

  • მობილობა სწავლების მიზნით – 4 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
  • მობილობა ტრენინგის მიზნით – 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR

სამუშაო ენა: ინგლისური/ესპანური

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს განაცხადის წარდგენისა და მობილობის პერიოდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ დადასტურებული მობილობის ხელშეკრულება; გაითვალისწინეთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მობილობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 8-საათიან დატვირთვას, რაშიც მოიაზრება როგორც სწავლების, ისე ტრენინგის აქტივობები.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

პასპორტის ასლი;

მობლობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების მიერ

განაცხადებს მასპინძელი უნივერსიტეტი მიიღებს ელექტრონულად: ელექტრონული განაცხადის ფორმა

კანდიდატმა ჩამოთვლილი დოკუმენტები შესაბამისი ვადების დაცვით ასევე უნდა გაგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: erasmus.ka107@uab.cat

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:15 ივნისი, 2021

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3uRijdZ

ბანერები