ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ბერლინის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ფონდი Study Foundation the Berlin House of Representatives აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის პროფესორთან/მკვლევართან მათთვის საინტერესო კვლევით პროექტზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 35 წლამდე პირს ბაკალავრის ხარისხით.

კვლევის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა სასურველია, კანდიდატის კვლევითი ინტერესები უკავშირდებოდეს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს.

სტიპენდიის რაოდენობა

სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე – 1 100 EUR

პოსტდოქტორანტურის საფეხურზე – 1 630 EUR

მგზავრობის ხარჯები – 200 EUR (ევროპის შიგნით), 600 EUR (ევროპის გარეთ).

სტიპენდიის ხანგრძლივობა

10 თვე: 2025/26 წლის 1 ოქტომბერი - 31 ივლისი

სააპლიკაციო დოკუმენტები

  • რეზიუმე (აუცილებელია ახლდეს სურათი)
  • კვლევის გეგმა
  • სამოტივაციო წერილი
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (გაცემული პროფესორების მიერ)
  • მოწვევის წერილი (გაცემული ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის მიერ)
  • წინა საფეხურის დიპლომი და დიპლომის დანართი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ აქ)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აღნიშნული დოკუმენტები შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა გაგზავნონ მეილზე: studienstiftung@parlament-berlin.de

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2024 წელი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

2024

ბანერები