იულიხის კვლევითი ცენტრისა და დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის წარმომადგენლები ილიაუნის ეწვივნენ
ახალი ამბები
9 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის სამეცნიერო დირექტორ სებასტიან შმიტსა და იულიხის კვლევითი ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ ევა პორტიუსთან. შეხვედრაზე ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და აკადემიურმა პერსონალმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები და მიმდინარე კვლევითი პროექტები.
დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრთან თანამშრომლობის განვითარებისთვის დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლას და საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის კვანტური ტექნოლოგიებისა და თეორიული ფიზიკის მიმართულებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც German-Georgian Science Bridge-ის პარტნიორი უნივერსიტეტი, გააღრმავებს თანამშრომლობას იულიხის კვლევით ცენტრთან – დაიგეგმება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტების კვლევითი ვიზიტები ცენტრის სხვადასხვა ლაბორატორიაში.
2024
გალერეა