ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-სერჟის ხელოვნების ნაციონალურ უმაღლეს სკოლაში (საფრანგეთი) 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მასთან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მობილობისათვის პარიზ-სერჟის ხელოვნების ნაციონალურ უმაღლეს სკოლაში (საფრანგეთი).

_____________________________________________________________________________

საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე. 
  • ხშირად დასმული კითხვები: FAQ
_____________________________________________________________________________


კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ხელოვნების ან მასთან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული  Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი  ანალოგიურ საფეხურზე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
_____________________________________________________________________________


განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • განაცხადების შეფასება და მობილობისთვის კანდიდატების შერჩევა მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ. კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებით საყურადღებოა სტუდენტის პორტფოლიო და/ან სამაგისტრო კვლევის გეგმა (ბოლო სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში).

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/13LHRsreTHrAjbTK9

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:23 ოქტომბერი, 2020 (18:00 საქართველოს დროით)

COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა სტუდენტის მობილობაზე!

  • 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გადაავადოს მობილობის განხორციელება მომდევნო სემესტრისათვის;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მობილობის მომდევნო სემესტრში გადავადების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება იმ სტუდენტების მობილობა, რომელთაც 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულზე დამამთავრებელი სემესტრის გატარება უწევთ მასპინძელ ქვეყანაში.
_____________________________________________________________________________


ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ინდივიდუალური საინფორმაციო ბროშურა:

პარიზ-სერჟის ხელოვნების ნაციონალურ უმაღლეს სკოლა

=============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს

ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 (367)

ბანერები