


იაპონიის მთავრობის სტიპენდიები 2023 წლისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის აცხადებს სტიპენდიას იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში 2023 წლისთვის.
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა: https://bit.ly/3kiJnz8
მკვლევრების პროგრამა: https://bit.ly/3MGZy5H
მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში 2022 წლის 24 ივნისამდე.
* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3rWCrMy
2022 წელი