ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორის ვაკანსია

ახალი ამბები

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი აცხადებს ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორის ვაკანსიას.

პოზიციის ძირითადი აღწერილობა:

  • ქართველოლოგიის პროგრამის აკადემიური საქმიანობის განსაზღვრა და განხორციელება;
  • სამუშაო გეგმებისა და განხორციელების სტრატეგიის შემუშავება; დევისის ცენტრისა და დამფინანსებელი ორგანიზაციისთვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
  • ზედამხედველობის გაწევა პროგრამის კოორდინატორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამების ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, ასევე სტუდენტთა კვლევის ასისტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს კვლევით და სასწავლო საქმიანობას.

დაინტერესებული აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში ან სხვა მომიჯნავე დარგში, უნდა ჰქონდეს განხორციელებული კვლევები და სამეცნიერო პუბლიკაციები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე, ასევე  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ასისტენტების მართვისა და ფორმალური სამეცნიერო პრეზენტაციების წარდგენის გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი უნდა ფლობდეს ქართულ ენას და ჰქონდეს ქვეყანაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

დამატებით გაცნობებთ, რომ ცენტრი ამ თანამდებობისთვის ვიზის სპონსორობას არ ითვალისწინებს და აპლიკანტს განაცხადის წარდგენის პერიოდში უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი სამუშაო ვიზა.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 მაისი, 2024.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

 2024

 

ბანერები