
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
7 თებერვალი, 2025

ახალი ამბები
31 იანვარი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
29 იანვარი, 2025
გრანტი კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე მკვლევრებისთვის
ახალი ამბები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პროექტის Make Our Planet Great Again (MOPGA) ფარგლებში გაიცემა კვლევითი სტიპენდიები ფრანგულ კვლევით ინსტიტუტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად.
წელს იგეგმება 60 გრანტის გაცემა კლიმატისა და გარემოს ცვლილების თემაზე შექმნილი კვლევითი პროექტების მხარდასაჭერად.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 12 თვე
კვლევის დაწყების თარიღი: 2025 წლის სექტემბრიდან
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- დოქტორის ხარისხის მოპოვებიდან გასული არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი;
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს საფრანგეთის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტხანს ნაცხოვრები 2024 წლის 5 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 5 დეკემბერი
2024