ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

GLOBSEC 2020

ახალი ამბები

საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ორგანიზებით ცხადდება კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის GLOBSEC 2020-ის ფორუმში (ბრატისლავა) მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე მიმართულებების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ესეი, რომელიც დაკავშირებული იქნება მიმდინარე ფორუმთან ან ზოგადად GLOBSEC-თან (დეტალური ინფორმაცია საკითხების შესახებ იხ. მიმაგრებულ ფაილში). ესეი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და უნდა შეადგენდეს 3 გვერდს (ფორმატი:
A4, ფონტის ზომა: 11).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ესეი უნდა გაგზავნონ 2020 წლის 30 მაისამდე მისამართზე: emb.tbilisi@mzv.sk

გამარჯვებულ კანდიდატთა ფორუმში მონაწილეობის ხარჯებს სრულად დაფარავს სლოვაკური მხარე.emb.tbilisi@mzv.sk

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სლოვაკეთოს რესპუბლიკის საელჩოს მისამართზე: mariam.bitsadze@mzv.sk

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები