გენტის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
გენტის უნივერსიტეტი (ბელგია) გასცემს სტიპენდიებს აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონებში მცხოვრები ფარმაციის, ვეტერინარიის, მედიცინის, ჯანდაცვის, ბიომეცნიერებების, ინჟინერიის, არქიტექტურის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროთა მკვლევრებისთვის.
კანდიდატს კონკურსის პერიოდისთვის მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი. სტიპენდია ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. შერჩეული მკვლევრებისთვის გენტის უნივერსიტეტი ასევე გამოყოფს სამუშაო ადგილს ბიბლიოთეკაში.
სტიპენდიის რაოდენობა: 2 750 ევრო
სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 თვე
მობილობის პერიოდი: 2025-2026 აკადემიური წელი (ზაფხულის გამოკლებით)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადი ინფორმაცია კანდიდატის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- კვლევის გეგმა;
- CV (მაქს. 2 გვერდი);
- გენტის უნივერსიტეტში მასპინძლის ხელმოწერა.
აპლიკანტებმა ზემოჩამოთვლილი სავალდებულო დოკუმენტები შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა გაგზავნონ მეილზე: eureast@ugent.be
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1დეკემბერი, 2024 წელი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2024