ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამგზავრების წინასაორიენტაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინასაორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2018/19 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.

Erasmus+-ის გაცვლით პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს. ამჟამად უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობას 59 პარტნიორ უნივერსიტეტთან ევროპის 25 ქვეყანაში. ახალი შესარჩევი კონკურსი 2018 წლის სექტემბერში გამოცხადდება.

Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში 2015/16 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე განხორციელდა 505 მობილობა.

ბანერები