ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაცვლითი პროგრამა 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

კონკურსები


EPSE – Eurasian Peace Studies Exchange

EPSE პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ტრომსოს არქტიკულ უნივერსიტეტში, ნორვეგიაში, მობილობის განხორციელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

  • პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები)
  • საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება

პროგრამა ფარგლებში ანაზღაურებულია სწავლისა და მგზავრობის ხარჯები; ამასთან გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია თვეში 10,000 NOK-ის ოდენობით.

მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე

______________________________________________________________________________________________________________

განაცხადები მიიღება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 აპრილი, 2019

(ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით).

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად. ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში)

დოკუმენტების ჩამონათვალი

მაგისტრატურა

დოქტორანტურა

პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი

EUROPASS CV

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/ სერტიფიკატი[1]

მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)

ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ინგლისურ ენაზე)

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისგან  (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა)

 

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე)

სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

 [1] სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა. მინიმალური მოთხოვნა B2 დონე. უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს.

______________________________________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანია!

  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეიტანონ იმ საფეხურის მობილობაზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან. მაგალითად, ბაკალავრიატის სტუდენტს არ აქვს მაგისტრატურის საფეხურის მობილობაზე განაცხადის შემოტანის უფლება;
  • სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე.

______________________________________________________________________________________________________________

  • შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.  
 

=============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)



 

ბანერები