ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში ბუქარესტში

ახალი ამბები

რუმინეთის საერთაშორისო ფრანკოფონიის ორგანიზაცია (OIF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებენ მიღებას ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლა გაიმართება ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარე წლის 1-5 ივლისს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ 20-28 წლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთა ფრანგული ენის ცოდნა შეესაბამება B2 დონეს.

პროგრამა გამარჯვებულ მონაწილეებს აუნაზღაურებს მგზავრობის, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, სამოგზაურო დაზღვევისა და კულტურული ტურების ხარჯებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

ბანერები