ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აცხადებს შემოქმედებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა ილიაუნის სტუდენტებსაც შეუძლიათ. კონკურსი ცხადდება 3 კატეგორიაში:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი  „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრანკოფონიაში“

საუკეთესო გრაფიკური ნამუშევარი  „10 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო ფრანგული“

საუკეთესო ფოტო  „პლანეტის ელჩი“

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის დასადასტურებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფრანგულ ენაზე;
  • სტუდენტის ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ფრანგულ ენაზე;
  • კანდიდატს შეუძლია სამივე კონკურსისთვის წარმოადგინოს განაცხადი, მაგრამ პრიზს მხოლოდ ერთ კატეგორიაში მიიღებს;
  • მიიღება მხოლოდ ელექტრონულად წარმოდგენილი განაცხადები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024 (GMT +2 ბუქარესტის დროით)

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

 2024

 

 

 

ბანერები