ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფრანგული ინსტიტუტების უმაღლესი კვლევების სასტიპენდიო პროგრამა 2024/25

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

2024-25 აკადემიური წლისათვის ცხადდება ფრანგული ინსტიტუტების უმაღლესი კვლევების 10-თვიანი სასტიპენდიო პროგრამა შვიდ ინსტიტუტში: Aix-Marseille, Loire Valley (Orléans-Tours), Lyon, Montpellier, Nantes, Paris, Rennes.

პროგრამა მოიცავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ყველა დისციპლინასა და კვლევით სფეროს.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • მინიმალური მოთხოვნა – დოქტორის ხარისხი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გამონაკლისი იქნება დაშვებული მაგისტრის ხარისხის მქონე მკვლევრებისთვის, რომლებმაც ხარისხის მიღების შემდეგ დააგროვეს 6-წლიანი კვლევითი გამოცდილება;
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ქვეყნის მკვლევრებს იმ შემთხვევაში, თუ მათ განაცხადის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ გაუტარებიათ საფრანგეთში.

დაინტერესებული პირებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 ივნისი, 18:00 სთ. (პარიზის დროით).

დეტალური ინფორმაციისა და სასარგებლო ბმულების სანახავად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები