ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

FARIG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კვლევების გამოქვეყნებაში.

2025 FaRiG გოგიტა ცეცხლაძის კვლევითი გრანტი

ცნობილი ქართველი არქეოლოგის, გოგიტა ცეცხლაძის სახელობის გრანტი განკუთვნილია პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის, რომელთა საკვლევი არეალი მოიცავს კავკასიის რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც დათარიღებულია არაუგვიანეს VII საუკუნით.

2025 FaRiG საქართველო-ევროპის ურთიერთობების კვლევითი გრანტი

პროფესორი ჰუბერტუს იანი გამოყოფს 1600 £-ის ოდენობის დაფინანსებას ქართველი პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველო-ევროპის ურთიერთობების ისტორიას.

2025 FaRiG დიდი კავკასიონის კვლევითი გრანტი

ბრიტანეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრი გამოყოფს 1000 £-ის ოდენობის გრანტს ქართველი პოსტდოქტორანტი მკვლევრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველოსა და მისი მეზობელი ერთი ან მეტი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩრდ. კავკასია, ირანი) ისტორიასა და კულტურას.

2025 FaRiG ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500 £-ის ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას.

2025 FaRiG სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500 £-ის ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს ქართულ-ანატოლიურ კვლევებს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

2025 FaRiG პოლონსკის კვლევითი გრანტი

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1000 £-ის ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველოსა და კავკასიაში მცხოვრები ებრაული თემის ისტორიასა და კულტურას.

2025 FaRiG გრიბოედოვის კვლევითი გრანტი

საქართველოსა ან/და რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1000 £-ის ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს რუსეთთან ინტერაქციის ასპექტებს.

2025 FaRiG ქეროლაინ ადამსის პრიზი ესესთვის

ახალგაზრდა ქართველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი პრიზი ესეისთვის  500 £-ის ოდენობით. ესეი ორიენტირებული უნდა იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების ნებისმიერ თემაზე, რომელიც აქტუალურია საქართველოში. ესეის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას. აპლიკანტს არ მოეთხოვება, რომ განაცხადის შემოტანის პერიოდში ცხოვრობდეს საქართველოში. ესეის გამოგზავნა სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებსაც შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2025

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს ან იხილეთ საინფორმაციო ბროშურა.

2024

 

ბანერები