
ღონისძიებები
14 ივნისი, 2022

ახალი ამბები
24 მაისი, 2022

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
28 აპრილი, 2022
ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მდგრადი ბიომასისა და ბიოპროდუქტების ინჟინერიაში
კონკურსები
გამოცხადდა კონკურსი ერასმუს მუნდუსის 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებად.
პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება SBBE (Sustainable Biomass and Bioproducts Engineering) კონსორციუმის მიერ, რომელიც შედგება 3 უნივერსიტეტისგან: ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და ლაპეენრანტას ტექნიკური უნივერსიტეტი (ფინეთი).
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 20 სტიპენდია და დაფინანსებულია როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 მაისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი 1, დანართი 2 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://emjm-sbbe.eu/
2022 წელი