ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩინეთის ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ერთწლიანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსი ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program) ჩინეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში.

პროგრამა მიზნად ისახავს წვლილის შეტანას განვითარებად სამყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობით. პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზეა.

ჩინეთის მთავრობის ეს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ სამოგზაურო და კამპუსში ცხოვრების ხარჯებს.

სტიპენდია განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა ან ეწვიეთ ბმულს: http://gradadmission.tsinghua.edu.cn/f/login

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები