ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის

ახალი ამბები

ჩინეთის მთავრობა 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სტიპენდიებს პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მაგისტრატურის საფეხურის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მექანიკური ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება და ტექნოლოგიები; საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა.

აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს და არ უნდა იყოს ჩინეთის მოქალაქე. უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი და მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ შესაბამის პროგრამაზე სამუშაო გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.

დაინტერესებული პირებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აპრილი.

განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ლინკს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელფოსტაზე: master_phd@bit.edu.cn

2023

ბანერები