
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025
ჩინეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა მიღება სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
- დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა მინიმუმ ბაკალავრიატის საფეხურზე და ჰქონდეს 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უნდა მუშაობდეს სამთავრობო უწყებაში, ან იყოს რომელიმე ინსტიტუციის/კომპანიის ხელმძღვანელი ან უნივერსიტეტის/კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციის წევრი, ანდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციაში სტაჟიორად ან სრულ განაკვეთზე;
- კონკურსის პერიოდში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სასურველი უნივერსიტეტის მიერ გაცემული მიწვევის წერილი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2025 წელი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2024