ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ინჟინერიის, აგრარული მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, IT, ეკონომიკისა და ფინანსებისა და გარემოს შემსწავლელ პროგრამებზე სასწავლად.

სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან პროგრამის კოორდინატორები.

სამთავრობო სტიპენდია მოიცავს:

  • სამაგისტრო საფეხურის სასწავლო პროგრამებს და ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ჩეხურ ენაში.
    • სტიპენდიის ეს კატეგორია განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის დიპლომის მქონე პირებისთვის.
  • სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სასწავლო პროგრამებს.
    • ეს კატეგორია განკუთვნილია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის დიპლომის მქონე პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლას.

თითოეული კანდიდატი ვალდებულია 2023 წლის 30 სექტემბრამდე შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული.

2023

 

ბანერები