ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები

ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის 50-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 აკადემიური მიმართულებით. თითოეულ კანდიდატს განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ხუთი აკადემიური პროგრამისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/31Dacb8

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო (მიუხედავად იმისა, რამდენ პროგრამაზე შეგაქვთ განაცხადი).

მათთვის, ვისაც სურს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამისათვის ფინანსური დახმარების მოპოვება, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 თებერვალი.

სამაგისტრო პროგრამებზე თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 მარტი.

სასწავლო პროგრამებსა და განაცხადთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს: https://www.ceu.edu/ ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებს: Center for International Education - Tbilisi ან Access CEU – Georgia Page

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში, ნათია ნანავას ელფოსტაზე: natia@osgf.ge

2021 წელი

 

ბანერები