ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბერლინის სამხარეო ფონდის სტიპენდიები

ახალი ამბები

ბერლინის სამხარეო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2019/2020 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევართათვის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2019/2020 აკადემიური წლისათვის ფონდი გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 EUR-ს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის 1,630 EUR-ს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.

პროგრამის ხანგრძლივობაა 1 აკადემიური წელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: http://www.parlament-berlin.de/de/Das-Parlament/Studienstiftung

ბანერები