ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების საზაფხულო ინსტიტუტის გაცვლითი პროგრამა სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს განაცხადების მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საზაფხულო ინსტიტუტის (SUSI) ინტენსიურ აკადემიურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 5 კვირა, ივნისი-ივლისი 2022 წ.

პროგრამა მოიცავს სემინარებს, ლექციებს, ჯგუფურ პრეზენტაციებს, კულტურულ სესიებსა და სხვა აკადემიურ აქტივობებს. განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მოქალაქეობა, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური ლიდერობა, სამოქალაქო უფლებები, განათლება და სხვ.

დაფინანსებულია პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/31zQ89T

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 დეკემბერი.

2021 წელი

ბანერები