
ღონისძიებები
22 მაისი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
5 მაისი, 2025

ახალი ამბები
2 მაისი, 2025
2024 MCO სტუდენტური ესეების კონკურსი
კონკურსები
Magna Charta Observatory (MCO) აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს მრავალფეროვანი და ინკლუზიური განათლების შესახებ. წლევანდელი კონკურსის თემაა “What would you change about your higher education experience or environment to make it more inclusive for all who have the ability to benefit from it?”
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
- თითო ავტორზე ნებადართულია მხოლოდ ერთი ნაშრომი;
- ავტორისა და მისი უნივერსიტეტის სახელი არ უნდა იყოს შეტანილი ესეიში ან ესეის ფაილის სახელწოდებაში;
- დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ ორიგინალობის დეკლარაცია (Declaration Originality) სექციაში Additional Information (დეკლარაციის შაბლონი);
- ავტორს აქვს სხვა ნაწარმოებებიდან ციტირების უფლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ციტირების წესი;
- ავტორს არ აქვს უფლება გამოიყენოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ესეის დაგეგმვისა და წერისას. AI-ის გამოყენებაზე ეჭვის შემთხევევაში ესეი აღარ განიხილება;
- ესეი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
- ესეი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
პრიზებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი (23:59 იტალიის დროით), 2024
2024