კონკურსი მევლანას (MEVLANA) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
გამოცხადდა კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას (MEVLANA) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მოსაპოვებლად 2019-2020 სასწავლო წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შემდეგ თურქულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს (თურქულენოვანი პროგრამა; ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი);
- ბიოლოგიის მიმართულების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს (თურქულენოვანი პროგრამა; ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი);
- ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს (ინგლისურენოვანი პროგრამა; ჰაჯეთეფესა და ბაიბურთის უნივერსიტეტები);
- ანგლისტიკა (ინგლისურენოვანი პროგრამა; ბაიბურთის უნივერსიტეტი);
- ფილოსოფიის მიმართულების მაგისტრანტებს (თურქულენოვანი პროგრამა; ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი).
გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 1000 თურქული ლირის ოდენობით. დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯი უნდა აანაზღაუროს სტუდენტმა. მობილობის ხანგრძლივობაა 4 თვე.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ:
- ბაკალავრებს, რომელთა GPA ნაკლებია 2.50-ზე (საშუალო ქულა – 77-80);
- მაგისტრანტებს, რომელთა GPA ნაკლებია 3.00-ზე (საშუალო ქულა – 84-86);
- პირველი კურსის ბაკალავრებს;
- პირველი სემესტრის მაგისტრანტებს;
- ბოლო კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ შესაბამისი ფორმა);
- თურქული და/ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი*;
- 2 ცალი ფოტოსურათი ¾;
- ნიშნების ფურცელი.
სააპლიკაციო დოკუმენტების ელექტრონული ასლები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე mevlana@iliauni.edu.ge. ორიგინალი დოკუმენტები (თითოეული დოკუმენტის 2 ასლი) კონკურსანტმა უნდა მოიტანოს საგარეო ურთიერთობების სამსახურში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E208).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 თებერვალი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
ელფოსტა: mevlana@iliauni.edu.ge
მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E208
ტელ.: 995 322 220009 (367-ext.)
* სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა. მინიმალური მოთხოვნაა B2 დონე. უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს.