ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები აკადემიური პერსონალისთვის

კონკურსები აკადემიური პერსონალისთვის

გამოცხადდა კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას (MEVLANA) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მოსაპოვებლად 2018-2019 სასწავლო წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში (თურქეთი) მობილობისთვის.

აკადემიური მიმართულებები:

  • თურქული ენა და ლიტერატურა (თურქულენოვანი პროგრამა);
  • ბიოლოგია (თურქულენოვანი პროგრამა);
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი პროგრამა).

მობილობის ხანგრძლივობა არის 2 კვირა.

ყოველდღიური გრანტის ოდენობა:

  • პროფესორი - დღეში 50 თურქული ლირა
  • საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული მასწავლებელი - დღეში 40 თურქული ლირა

მგზავრობისთვის გამოყოფილია 2500 თურქული ლირა.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:  

სააპლიკაციო დოკუმენტების ელექტრონული ასლები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე mevlana@iliauni.edu.ge. ორიგინალი დოკუმენტები (თითოეული დოკუმენტის 2 ასლი) კონკურსანტმა უნდა მოიტანოს საგარეო ურთირეთობების სამსახურში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E208).

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 9 მარტი, 2018.

ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების მიხედვით საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.mevlana.hacettepe.edu.tr/english/


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

ელფოსტა: mevlana@iliauni.edu.ge.

მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E208

ტელ.: 995 322 220009 (367-ext.)

ბანერები