მევლანას (MEVLANA) გაცვლითი პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივი გაცვლების განხორციელება თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. პროგრამას აფინანსებს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო.
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს, რომელთა შორისაც გაფორმებულია მევლანას პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სტუდენტების მობილობა შესაძლებელია ერთი ან მაქსიმუმ ორი სემესტრის განმავლობაში. თურქეთის უმაღლეს სასწავლებელში გავლილი აკადემიური პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის აკადემიურ პროგრამას მშობლიურ უნივერსიტეტში. სტუდენტს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
აკადემიური პერსონალის მობილობა შესაძლებელია მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. მათი მობილობა სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს მიმღებ უნივერსიტეტში სალექციო კურსის ჩატარებას. მასპინძელ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების კვირეული სალექციო დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 6 საათისა. აკადემიურ პერსონალს მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებს.
2018-2019 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლებს განახორციელებს ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტთან (თურქეთი).
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სტიპენდია:
სტუდენტი* 1000 TL/თვეში
*მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯის ანაზღაურება არ ხდება.
პროფესორი 50 TL/დღეში
მოწვეული მასწავლებელი 40 TL/დღეში
მგზავრობის ხარჯი 2500 TL
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: mevlana@iliauni.edu.ge