ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი მინიფეხბურთში 2026

ახალი ამბები

23 მარტიდან 8 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდაჩემპიონატი მინიფეხბურთში.

ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე განახლებულ სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებსგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მაქსიმუმ 8 მოთამაშის შეყვანა.

მატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან 5-წუთიანი შესვენებით.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ პირველ 64 დარეგისტრირებულ გუნდს.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი და სხვადასხვა პრიზი. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებს. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://tinyurl.com/4pmmtt85 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მარტი

დამატებით კითხვებისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ელფოსტაზე student.affairs@iliauni.edu.ge

2026

ბანერები