ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება ილიაუნის ფუტსალის გუნდებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ილიაუნის ფუტსალის გუნდებში. მოთამაშეები ივარჯიშებენ უნივერსიტეტის გუნდებთან ერთად და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (t.ly/ZDAQY). 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2018 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში (https://geofutsal.ge/), რომელიც პროფესიული ხასიათისა და ფეხბურთის ფედერაცია უწევს ორგანიზებას. ტურნირი უეფას ეგიდით მიმდინარეობს. 2021 წელს ჩვენი გუნდის ნაკრები საქართველოს ფუტსალის თასის გამარჯვებული გახდა (t.ly/RK9pu), ხოლო მეორე გუნდი ამავე წელს – „ლიგა 2”-ის ჩემპიონი (t.ly/BAfLe).

ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდს წრთვნის ალიკ სარქისიანი (t.ly/E5nkS), რომელიც საქართველოს ფუტსალის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან ეროვნულ ნაკრებში დაახლოებით 13 წელი ითამაშა და საუკეთესო ბომბარდირი იყო. მწვრთნელად უკვე 18 წელია მუშაობს. კარიერა ქართული ფუტსალისთვის გამორჩეული ისტორიის მქონე გუნდში „იბერია სტარი“ დაიწყო, 2015-16 წლებში კი ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

ჩვენი აღზრდილი და ყოფილი მოთამაშეები უმაღლესი ლიგის ყველა ძირითად გუნდში არიან განაწილებულნი. ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ საფეხბურთო გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საყვარელი სპორტის სახეობა პროფესიულ დონეზე ითამაშოთ, ჩამოყალიბდეთ ფუტსალის მოთამაშედ, რაც, თავის მხრივ,  მნიშვნელოვანი ანაზღაურების პერსპექტივას უკავშირდება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 20 სექტემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: t.ly/H6WcS 

ილიაუნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა შეუძლიათ როგორც აქტიურ ფეხბურთელებს, ისე ნიჭიერ და საფეხბურთო გამოცდილების მქონე ადამიანებს.

საკონტაქტო პირი: კახა კაპანაძე (გუნდის ხელმძღვანელი, 592077727)

2024
ბანერები