მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კარიერული განვითარების ღონისძიებას ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025.
ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელზეც ყველა სტუდენტსა თუ ახალგაზრდა სპეციალისტს გეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდეთ საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, გაიცნოთ სამუშაო შესაძლებლობები და დაიწყოთ პროფესიული გზა.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
სტუდენტებისთვის:
- პირისპირ კომუნიკაცია 50+ კომპანიის HR და ტოპმენეჯმენტთან;
- სამუშაო და სტაჟირების ექსკლუზიური შესაძლებლობები;
- კარიერული კონსულტაციები და პრაქტიკული რჩევები;
- LevelUp პროგრამის 100 მონაწილის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
დამსაქმებლებისთვის:
- პირისპირ კომუნიკაცია ილიაუნის სხვადასხვა ინტერესის მქონე მოტივირებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან;
- ბრენდის პოზიციონირება ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის;
- ინოვაციური გარემო ტალანტების მოსაძებნად.
დრო: 3 მაისი, 12:00-18:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო (ღია სივრცე სპეციალურად მოწყობილი პავილიონებით), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
ღონისძიების პროგრამა
12:00-13:00 – ოფიციალური გახსნა. პროგრამის LevelUp მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
12:00-18:00 – დამსაქმებლებთან პირისპირ კომუნიკაცია, სამუშაო შეთავაზებების განხილვა
15:00-17:00 – კომპანიების პრეზენტაციები კარიერული განვითარების შესახებ
მონაწილეობის პირობები
სტუდენტებისა და სტუმრებისთვის:
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
კომპანიებისთვის:
კომპანიებს მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/UBRw3S5n4UK5stzq8
ილიაუნის დასაქმების ფორუმი საწყისი წერტილი თქვენი წარმატებული კარიერისთვის
პარტნიორობის პლატფორმა – სტუდენტებსა და კომპანიებს შორის
შემოქმედებითი გარემო ახალი იდეებისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 899 666
მარი ბურდულის შესახებ
მარი ბურდულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს დაიწყო მუშაობა და თორმეტი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს – ზრუნავდა ადამიანური რესურსების განვითარებასა და ახალი, მნიშვნელოვანი პროცესების შემუშავებაზე უნივერსიტეტში, ჩართული იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის განვითარების პროცესში.
მარი ბურდულმა შეიმუშავა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და ის ფაქტი, რომ დღეს ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ექსპერტთა შეფასებით, წარმატებით ფუნქციონირებს, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.
მარის კოორდინატორობით უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროგრამის ERASMUS+ პროექტი PEOPLES, რომლის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის განვითარებაზე.
მარი ბურდული გარდაიცვალა 2018 წელს. იგი გამორჩეული იყო გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით.
2025