ილიაუნის სტუდენტური კაპელის სოლო კონცერტი
ღონისძიებები
17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა გამართავს სოლო კონცერტს, რომელსაც უდირიჟორებს თორნიკე არჩვაძე. ეს იქნება უნივერსიტეტის საგუნდო კაპელის შემოქმედების ერთგვარი შეჯამება.
კონცერტზე შესრულდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, მათ შორის იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ ჩიმაკაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, რევაზ ლაღიძის, ჰ. სმითისა და მოსეს ჰოგანის კომპოზიციები.
ღონისძიების მიზანია გააერთიანოს მუსიკის მოყვარულები და სტუდენტური საზოგადოება ერთ კულტურულ სივრცეში და საშუალება მისცეს მსმენელს, თანამედროვე ახალგაზრდული ინტერპრეტაციით შეიგრძნოს ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის გამორჩეული ნიმუშები.
დრო: 17 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025