ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში
ახალი ამბები
26 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები, გოგონები).
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი და მედლები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: http://tiny.cc/7h8v001
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 23 ნოემბერი
2025