ილიაუნის ჩემპიონატი ფრენბურთში (4vs4)
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ივნისში გამართავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ფრენბურთში (4vs4).
შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეულ გუნდში უნდა იყოს არაუმეტეს 6 წევრისა, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე ერთი მოთამაშე გოგონა მაინც უნდა მონაწილეობდეს.
თამაშები გაიმართება ილიაუნის სპორტულ მოედანზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/Reu1r
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივნისი
2025