ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში - 2025

ახალი ამბები

8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიის ფოიეში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გამართავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი და მედლები.  გამარჯვებული სტუდენტები უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა - https://shorturl.at/SvqKw

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი

2025
ბანერები